ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის პარლამენტმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდბელობა აღიარა.
თვითაღიარებული პარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად ლუგანსკის თვითაღიარებულ პრეზიდენტს იგორ პლოტნიცკის გადაეგზავნა.
შეგახსენებთ, 2014 წლის ზაფხულში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები აღიარებულ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების სურვილი გამოთქვა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სუბიექტად სულ ოთხმა ქვეყანამ, რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები