დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის ხელისუფლება არაღიარებელი ქვეყნების სამიტის გამართვას აპირებს.
,,საერთაშორისო დონის" შეხვედრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება თვითაღიარებული დონეცკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე კოფმანმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გაახმოვანა.
სამიტი შეიძლება თებერვალ-მარტში ჩატარდეს და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც არაღიარებელი, ისე ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკები, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბახი, დნესტრისპირეთი და ლუგანსკის სეპარატისტული სახალხო რესპუბლიკა.
ალექსანდრ კოფმანის თქმით, მხარეებთან უკვე შეთანხმებულია და სამიტზე მონაწილეობის შესახებ თანხმობა განაცხადეს დელეგაციებმა ბასკეთიდან, საფრანგეთის ბელგიის რაიონიდან, ვენეციიდან და ამერიკის შტატ ტეხასიდან.
,,დღეს მსოფლიოში ნაწილობრივ აღიარებული ან არაღიარებელი 17 ქვეყანაა. სამიტზე გვინდა ,,უახლესი სახელმწიფოების ლიგის" ფორმირების შესახებ განვაცხადოთ." - აღნიშნა კოფმანმა.