კიევი რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივით ევროპარლამენტს უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კონსტანტინ ელისეევმა მიმართა. ანალოგიური განცხადება რამდენიმე დღით ადრე უკრაინის შს მინისტრმაც გააკეთა. უკრაინული მხარის მოთხოვნაზე „ფიფას" პოზიცია უკვე ცნობილია. მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა უკვე განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წელს რუსეთში გაიმართება და ფიფა საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები