პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძე დაინიშნა, - გადაწყვეტილება დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ირაკლი კობახიძე დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს და ხელს შეუწყობს პარტიული სტრუქტურის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ახალი აღმასრულებელი მდივანი მედიის წარმომადგენლებს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინა.