საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ახალი შემადგენლობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიებს ესწრება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს სესიაზე კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, რობერტ ვოლტერმა რუსეთის ფედერაციისთვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი გააპროტესტა, რასაც ასამბლეის წევრებმა, მათ შორის, საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა და საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს.
ევროპის საბჭომ ახალი უფლებამოსილებები დაამტკიცა, რომელთა თანახმად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. თინათინ ხიდაშელი კი პოლიტიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად. იანვრის სესიაზე, კომიტეტის პრეზიდენტის, ბერძენი დეპუტატის, დორა ბაკოიანეს არყოფნის გამო, მის მოვალეობას თინათინ ხიდაშელი შეასრულებს. ასამბლეამ ახალ წევრად ზვიად კვაჭანტირაძე დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ვიზიტს 30 იანვარს დაასრულებს.