პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შს ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით და საქმისადმი, ქვეყნისადმი ერთგულებით
,,ვახტანგ გომელაური დღემდე გახლდათ შს მინისტრის პირველი მოადგილე. Bბატონი ვახტანგი გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, უანგარობით და საქმისადმი, ქვეყნისადმი ერთგულებით", _განაცხადა პრემიერმა შს ახალი მინისტრის წარდგენისას..
მისივე განცხადებით, შს მინისტრობა სერიოზული პასუხისმგებლობაა და ესაა ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო.
,,ეს სამინისტრო მისთვის ახალი არ არის, ბატონი ვახტანგი ორი წლის განმავლობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და მანამდე წლების განმავლობაში ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. Mმე მინდა ვუსურვო წარმატებები და დარწმუნებული ვარ, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინი გაამართლოს", _განაცხადა პრემიერმა.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იქნება. ძალოვანი უწყების ახალი ხელმძღვანელი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს თავად წარუდგინა
გომელაური 1975 წლის 24 დეკემბერს, ქ. თბილისში დაიბადა.
განათლება:2001 წ.-ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.
პროფესიული გამოცდილება:2013 წლიდან შს მინისტრის მოადგილე;
2013 წლამდე - პრემიერ-მინისტრ - ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი;
2002 წ. - შსს დაცვის პოლიცია;1994 წ. - სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური. სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.
ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.