"ქრისტიან-დემოკრატების" წევრის, ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, ყვარელის ადგილობრივი ორგანიზაცია რამდენიმე ადამიანმა პირადი წყენის საფუძველზე დატოვა.
როგორც ლალიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, ერთ-ერთი პირი "ქრისტიან-დემოკრატებს" თვთმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარად მისი კანდიდატურის დასახელებას ითხოვდა, თუმცა, მას განუმარტეს, რომ აღნიშნულ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე ჰყავთ.
"მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მისი კანდიდატის დაყენებას არ ვაპირებდით ჩვენთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, თან კი ალბათ რამდენიმე მხარდამჭერი გაჰყვა", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ათამდე აქტივისტმა ყვარელის რაიონული ორგანიზაცია დატოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.