ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებასა და ამ მიმართულებით მთავრობათაშორისი კომისიის როლზე გაამახვილა ყურადღება ლიტვის პრემიერმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ალგირდას ბუტკევიჩიუსის განცხადებით, ლიტველი ბიზნესმენები მზად არიან, აწარმოონ ბიზნესი ქართველ კოლეგებთან ერთად.
ლიტვის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და აღნიშნა, რომ რუსეთის 2008 წლის აგრესია საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობისთვის „გამოღვიძების ზარია".
მასალის გამოყენების პირობები