მეტროსადგურ "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, წინანდლის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გაზმირის გადაკვეთაზე, "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის" ფილიალი გაიხსნა.
როგორც ბანკის ხელმძღვანელმა, ნატალია კვანტალიანმა "ჯი-ეიჩ-ენ"-ს განუცხადა, ბანკის ახალ ფილიალში მსურველებს სისხლის ჩაბარება საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურებით შეეძლებათ.
ამასთან, ახალ ფილიალში სისხლის ყიდვაც იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ "300 არაგველთან" გახსნილ "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის" ფილიალში, "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის" ცენტრალური ოფისისა და სხვა ფილიალების მსგავსად, დონაციის ნებისმიერ მსურველს სისხლის ანალიზი უფასოდ ჩაუტარდება
წინადლის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გაზმირის კვეთაზე გახსნილი "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის" ფილიალი უანგარო დონორებსაც მოემსახურება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" საქართველოში ყველაზე ძველი და დიდი ტრადიციების მქონე ბანკია.
მასალის გამოყენების პირობები