ნატოში საქართველოს ელჩის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საგარეო უწყების პრესსპიკრემა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,ბატონი ლევანი დღეს ტოვებს თანამდებობას, მაგრამ კონკრეტულ კანდიდატურებს ვერ გეტყვით, ვინ განიხილება მის შემცვლელად, მაგრამ 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ნატო-ში ახალი ელჩის ვინაობა ძალიან მალე გახდება ცნობილი", -განმარტა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია ,,ქართული ოცნება" დატოვეს.