პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს მხარეებს შორის შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში 12:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხი იქნება. თუმცა კონრეტული სახელებისა და გვარების განხილვა შეხვედრაზე არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა უკვე გამართა შევედრები პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან.უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება თებერვალში ეწურება.
მასალის გამოყენების პირობები