დღეს, 26 იანვარს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტველ კოლეგას ალგირდას ბუტკევიჩიუს უმასპინძლებს.
09:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული მოლაპარაკებები.
ირაკლი ღარიბაშვილი და ალგირდას ბუტკევიჩიუსი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.
ლიტვის პრემიერი საქართველოს გუშინ ეწვია.