სასაზღვრო პოლიციის უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის განცხადებით, მასთან კონსულტაციები შს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე არ მიმდინარეობს. თუმცა როგორც ჟურნალისტებთან გამეზარდაშვილი განმარტავს შეთავაზების შემთხვევაში მზადაა შს მინისტრის პოსტი დაიკავოს.
"ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა ჩემს გამინისტრებასთან დაკავშირებით. Ыშინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ის მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებთან კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში.
შეგახსენებთ, რომ შს უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 23 იანვარს დატოვა. ამ ეტაპზე შს მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება მათ შორისაა ზურაბ გამეზარდაშვილი.