ყველა გამგებელი თუ მერი, ყოველ ნაბიჯს ადგილობრივი "სუსის" წარმომადგენელს უთანხმებს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემა "პირველ სტუდიაში" საუბრისას განაცხადა.
"ახლა ნიშვნელოვანია სისტემური ცვლილება. მთავარია შეირჩეს სწორი სისტემა კომპეტენტური ადამიანების დანიშვნის და ეს იყოს ღია სისტემა. ეს ფილოსოფიაა შესაცვლელი და არა ერთი ჭიკაიძის გაშვება. ეს ვერაფერს შეცვლის. მოვა სხვა, რომელიც იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში... სამწუხაროსდ უნდა გითხრათ, რომ რეგიონებში დავდივარ და ყველგან მთავარი პრობლემა, რომელიც ხალხს აქვს, არის ის, რომ რეალური თვითმმართველობა არ არსებობს, ვერც არჩეული მერი, ვერც არჩეული გამგებელი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სკამს ვერ გადადგამს ერთი ოთახიდან მეორეში, თუ ეს არ შეატანხმა ადგილობრივი სუსის აწარმომადგენელთან. ეს არის სირცხვილი. ეს არ არის ის სისტემა, რისთვისაც 2012 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით", - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები