საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორ ტომას ფრიდენს შეხვდა.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს, როგორიცაა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროექტი, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შემცირება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქტიური მონაწილეობით განხორციელდება საქართველოში 2015 წელს.
შეხვედრის დასასრულს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტომას ფრიდენი საქართველოში დაპატიჟა.