გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. რიგით 172-ე შეხვედრაზე, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უმაღლესმა სამხედრო პირებმა ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიის შესახებ იმსჯელეს და პარტნიორობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ქაბულიდან ნატოს მისიის მეთაური, გენერალი ჯონ კემპბელი ჩაერთო. გამოსვლის დასაწყისში, მან მადლობა გადაუხადა მისიის კონტრიბუტორ ქვეყნებს და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი წვლილი ნატოს ახალ მისიაში. გენერალმა ავღანეთში არსებული უსაფრთხოების ვითარება მიმოიხილა და სხდომის მონაწილეებს 2015 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმები და საკუთარი ხედვა გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა მიიღო. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილეს.
ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გამართა პოლონელ და ჩეხ კოლეგებთან. შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და შეიარაღებული ძალების განვითარების სამომავლო გეგმები დასახეს.
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მონსშიც იმყოფებოდა, სადაც ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს მთავარსარდლს (SACEUR), გენერალ ფილიპ ბრიდლოვს, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის (SHAPE) ხელმძღვანელობას და ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის უფროსს შეხვდა. გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო პარტნიორობის დირექტორატში მიმდინარე ოპერაციებს გაეცნო და ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის სამედიცინო სასწავლო ცენტრს ესტუმრა.