,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა და ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
სტუდენტები დაინტერესდნენ ,,თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობით, ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და როგორ აისახება საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები საქართველოს მომავალზე.
მასალის გამოყენების პირობები