ოკუპირებული აფხაზეთისა და ყირიმის ხელისუფლების ეკონომიკურ შტოებს შორის აფხაზეთიდან ინერტული საშენი მასალის ექსპორტის თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
საუბარი ძირითადად ხრეშის მიწოდებას ეხება, რომელიც ყირიმს ქერჩის სრუტეზე ხიდის ასასენებლად სჭირდება.
,,საგზაო-სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ყირიმს 7 მილიონ კუბამეტრამდე ხრეში სჭირდება. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საექსპორტო ინერტული მასალის რაოდენობასა და ფასზე.
შეთანხმების შემთხვევაში, მასალის მოპოვება ეკოლოგიური ნორმების გათვალისწინებით 2015 წლის ბოლოდან დაიწყება." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიკოლოზ აჩბამ.
მასალის გამოყენების პირობები