დონბასში განვითარებულ მოვლენებზე პუტინი პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლებას აკისრებს. "იქ ადამიანები იღუპებიან და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც დანაშაულებრივ ბრძანებებს იძლევა. მათ უნდა იცოდნენ, რომ კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ ერთი გზა არსებობს- ეს არის მშვიდობიანი მოლაპარაკებები. ჩვენ ხშირად გვესმის ოფიციალური კიევისგან, რომ თავადაც ასე ფიქრობენ, მაგრამ რეალურად სხვა რამ ხდება. იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს საღი აზრი გაიმარჯვებს,"-აღნიშნა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები