ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია სტამბულის მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას "Emitt Istanbul-2015" -ს ესწრება.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გენადი გაგულია აწვდის.
როგორც ცნობილია, სტამბულის ტურისტულ გამოფენაზე თურქეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ყველაზე მსხვილი ტურისტული ფირმები მონაწილეობენ.
"Emitt Istanbul-2015" - ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც მონაწილეობს.
გაგულიას თქმით, სქართველოს დელეგაცია, საერთაშორისო ღონისძიებაზე ოკუპირებული აფხაზეთის მონაწილეობის ფაქტმა აღაშფოთა და ამის გამო მათ უკმაყოფილება გამოთქვეს.
,,დაე, იცოდნენ და ხედავდნენ, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. " - აღნიშნა გენადი გაგულიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის სტენდზე წარმოდგენილია ნაციონალური სამზარეულო და ალკოჰოლური სასმელი.
,,ჩვენდა სასიხარულოდ, გამოფენის ბევრი სტუმარი დაინტერესდა ჩვენი სტენდით. ხალხს ძალიან უნდა მეტი იცოდეს თანამედროვე აფხაზეთის შესახებ და გაეცნონ მის ტურისტულ პოტენციალსა და ჩვენს რესპუბლიკასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს." - განაცხადა გაგულიამ.
შეგახსენებთ, რომ 16-25 იანვარს ბერლინის საერთაშირისო გამოფენა ,,მწვანე კვირეულზე," ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სტენდიც იყო წარმოდგენილი.
ქართული მხარის პროტესტის შემდეგ, ფესტივალის ორგანიზატორებმა ,,შექმნილი უხერხულობის" გამო ბოდიში მოიხადეს და ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია გამოფენიდან მოხსენს.
ამჟამად ბერლინის ,,მწვანე კვირეულზე" აფხაზური კუთხე ცარიელია.
მასალის გამოყენების პირობები