საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ჯანან ათილგანთს შეხვდა.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს შეხვედრაზე განხილულ იქნა კონრად ადენაუერის ფონდთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ კონტექსტში ჯანან ათილგანმა გიგი გიგიაძეს ინფორმაცია მიაწოდა მომავალში ფონდის მიერ საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიესალმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ საქმიანობას, ისევე როგორც სამომავლო ინიციატივებს და ჯანან ათილგანს შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
მასალის გამოყენების პირობები