დღეს, 23 იანვარს, 15:00 საათზე, ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ალფა" ასეული სიტუაციურ სწავლებას ჩაატარებს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
მისამართი: საწვრთნელი ბაზა „ალგეთი"