ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ანჯელო გნადინგერს შეხვდა.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები განიხილეს.
ივლიანე ხაინდრავამ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. შეხვედრაზე ასევე, განხილული იყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ევროპული უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ეუთოს მხრიდან ტობიას პრივიტელი, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩეველი და მარკო ბრკიჩი, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმმადგენელი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მხრიდან - უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა დარსალია და თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ კეკენაძე.