საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში გადაიდო და ის 4 თებერვალს აღარ გაიმართება, - განცხადებას ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს.
დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიმართვის თარიღის გადადების თაობაზე ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
უსუფაშვილის განმარტებით, საშემოდგომო სესიაზე ვერ მოხერხდა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სწორედ ამ თემებზე მსჯელობას დაუთმობს პარლამენტი თებერვლის დასაწყისს.რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის თარიღს, საკითხი პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.