საქართველო- ლიტვის ახლო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შორის გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და დადებითად შეაფასა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ აწარმოებს. მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებზე.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მხარდაჭერისთვის.