23 იანვარს 19:00 საათზე თიბისი გალერეაში ელენე ბლუაშვილის ფოტოგამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული 50 ფოტო.
28 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ელენე ბლუაშვილის გამოფენა მისმა მეგობრებმა ფოტოხელოვანის 30-ე დაბადების დღეს მიუძღვნეს.
გამოფენა საქველმოქმედოა. შემოსული თანხა მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრების ბინადრებს მოხმარდება.
გამოფენა 30 იანვრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები