ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპარული მანქანები ადრე თბილისიდან და ზუგდიდიდანაც ჩაჰყავდათ. მსგავსი შემთხევევბი მას შემდეგ აღმოიფხვრა, რას ენგურს გამოღმა კრიმინალური ვითარება მოწესრიგდა.
მოპარული მანქანები კი აფხაზეთში დღემდე რუსეთის ტერიტიიდან შეჰყავთ, რის აღკვეთასაც ოკუპირებული აფხაზეთის ახალი ხელისუფლება უახლოეს მომავალში აპირებს.
,, რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში ახლაც შემოჰყავთ მოპარული მანქანები, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული. რესპუბლიკის შსს ასეთი ფაქტების წინაღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს. მალე მივიღებთ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც ავტომანქანის გაყალბებული ნომრის გამოვლენა იქნება შესაძლებელი და ყველა ასეთი მანქანა მფლობელს ჩამოერთმევა." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ.
მისი თქმით, მიმდინარე წელს აფხაზეთის ავტოინსპექცია რუსეთის ტერიტორიიდან შეყვანილი ავტომობილების საქმეებს გამოიძიებს და ძებნაში მყოფი ყველა მანქანა გამოვლინდება.
,,ჩვენი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ მოპარულ მანქანებს მომავალში ვეღარ იყიდიან. ჩვენს ქვეყანაში ეს უმსგავსობა დროზე უნდა აღმოიფხვრას. საინფორმაციო საშუალების დახმარებით მინდა განვაცხადო, რომ მოპარული მანქანა ყველას ჩამოერთმევა და სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადავა. მათ შესახებ გადაწყვეტილებას კი მერე მივიღებთ.
ამ მიმართულებით რუსულ მხარესთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ." - აღნიშნა ლოლუამ.