მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიებს შორის პირველი ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ დაიკავა. ამის შესახებ Global Firepower -ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებიდან ხდება ცნობილი.
რეიტინგის შედგენისას გეოგრაფიული მდგომარეობის ჩათვლით და ბირთვული პოტენციალის  გამოკლებით  50-მდე ფაქტორი იყო გათვალისწინებული.
მეორე ადგილზე რუსეთის არმია დასახელდა, მესამეზე კი - ჩინეთის.
მეოთხედან მეათე ადგილამდე გაინაწილეს ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის არმიებმა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან უკრაინის არმიამ  21-ე ადგილი დაიკავა, ბელორუსიამ - 52-ე, ხოლო საქართველოს არმია 64-ე ადგილზეა.
სულ რეიტინგში 106 ქვეყანაა მოხსენიებული.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები