როგორც ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურა იტყობინება, სოხუმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან ქართველი კრიმინალების ცხედრები გუშინ აფხაზურის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გაიტანეს და დაკრძალეს.
,,რესპუბლიკაში არსებული კანონის მიხედვით, იმ ადამიანთა გვამები, რომელთა ლიკვიდირებაც ტერორისტული ქმედებების განხორციელების დროს ხდება, მათ ახლობლებს არ გადაეცემათ და ვერც მათი დაკრძალვის ადგილის შესახებ მიიღებენ ცნობას." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ.
გუშინ აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორმა უცნობმა პირმა სოხუმის ექსპერტიზის ბიუროს პროზექტურიდან სამი ქართველის გვამი გაიტაცა და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა.
დღეს კი ალექსი ლომია იუწყება, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც ჯ. აქუბარდიას, ლ. ხარგელიას და ნ. ხურცილავას დასაკრძალად ჩატარდა.
მათი დაკავების ოპერაციისას გალის რაიონის სოფელ რეფში, ორმხრივი სროლების დროს სამივე მათგანი დაიღუპა. მსხერპლი იყო აფხაზურ მხარესაც.
დაიღუპა ოკუპირებული აფხაზეთის სპეცსამსახურის თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსი მესაზღვრე ანდრეი უდალცოვი.
მასალის გამოყენების პირობები