22-23 იანვარს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ინიციატივით და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ორგანიზებით ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის რაიონულ ჰოსპიტალებსა და ფოთის ამბულატორიულ კლინიკაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდება.
ადგილობრივ მოსახლეობაში კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს ადგილზე კონსულტაციებს „ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის" წამყვანი კარდიოლოგები ჩაუტარებენ.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი წლიდან მოსახლეობის წინაშე განახლებული სამედიცინო სერვისებითა და „ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის" სახელით წარსდგა.
ჰოსპიტალი ადგილობრივ მოსახლეობას უკვე სრულ კარდიოინტენსიურ სერვისს სთავაზობს. აღნიშნული სერვისის განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, რთული კარდიოლოგიური ინტერვენცია რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს, რაც პაციენტებს გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობისას დროს დაუზოგავს.
ჰოსპიტალი აღჭურვილია კათეტერიზაციის ლაბორატორიით, სადაც გულსისხლძარღვთა როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადებების პაციენტებს რეგიონიდან გაუსვლელად უტარდებათ კორონაროგრაფიები.
ჰოსპიტალში, ადგილობრივ ექიმებთან ერთად პაციენტებს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგებიც მკურნალობენ.
კარდიოინტესიური სამსახურის განვითარება რეგიონში გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას მკვეთრად შეამცირებს.
22 იანვარი:
ჩხოროწყუს რაიონული ჰოსპიტალი- 12:00-17:00 სთ, მის.: აღმაშენებლის ქ. №19
წალენჯიხის რაიონული ჰოსპიტალი 12:00-17:00 სთ, მის.: ჭურღულიას ქ. № 6
23 იანვარი:
ხობის რაიონული ჰოსპიტალი 12:00-17:00 სთ, მის.: ჭყონდიდელის ქ. №2
ფოთის ამბულატორიული კლინიკა 12:00-დან 17:00 სთ, მის.: გამსახურდიას ქ. №6
სამედიცინო კონსულტაციებზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05