თურქეთში უკანონო მოსმენების ბრალდებით 20 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად პრემიერ ერდოგანისა და სხვა მაღალჩინოსნების საუბრების მოსმენა ედებათ. ეჭვმიტანილები ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტსა და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ კვლევით საბჭოში მუშაობდნენ. ოფიციალური ანკარის მტკიცებით, მოსმენები ოპოზიციის ცნობილი ლიდერის, ფეჰულაჰ გიულენის დაკვეთით ხორციელდებოდა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები