,,დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ", _ამის შესახებ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილიმა ,,LEADERS Magazine-თან" ინტერვიუში განაცხადა .
მისივე განმარტებით, საქართველო დღესაც ებრძვის ბოლო ათი წლის განმავლობაში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგებს
,,ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ ტრანსფორმაციის რთული პერიოდი გამოიარა. ჩვენ გადავიტანეთ სამოქალაქო ომი და 2008 წლის ომი რუსეთთან. საქართველო დღესაც ებრძვის ბოლო ათი წლის განმავლობაში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგებს.ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომები, რათა გაგვერღვია ელიტარული კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულებისათვის სასარგებლო ეკონომიკის მოჯადოებული წრე. ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი დემოკრატია, რომლის პირობებშიც მმართველობა არის უფრო ღია, ანგარიშვალდებული და განუხრელად იცავს კანონის უზენაესობას.ჩვენ უზუნველვყავით ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობის ის ფორმა, რომელშიც დაფასებულია შრომა და მეწარმეობა. ჩვენ ასევე ვეხმარებით მოსახლეობის გაჭირვებულ ფენებს.ჩვენს ხალხს სურს რეალური დემოკრატია და განვითარება. ასე რომ, დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაციის დრო", _განაცხადა ღარიბაშვილმა ,,LEADERS Magazine-თან" ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.