ყოველკვირეული ფრანგული სატირული ჟურნალის ,,Charlie Hebdo"-ს ტირაჟი აქამდე 60 ათას ეგზემპლარს შეადგენდა. 
ცნობილი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, დღევანდელი ნომრის გამოცემა 3 მილიონინი ტირაჟით იყო დაგეგმილი, თუმცა საფრანგეთში პრესის ჯიხურებთან მოზღვავებული მყიდველების რაოდენობის გამო, სტამბაში ამჯამად, დამატებით, კიდევ 2 მილიონი ეგზემპლარი იბეჭდება.
ჟურნალის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთ მღაზიაში მიღებული ტირაჟი 5 წუთში გაიყიდა.
ინტერნეტ-აუქციონებზე ჟურნალის ახალი ნომრის ფასი ათას ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.
მის გარეკანზე, შეპირებისამებრ, წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურაა გამოსახული, რომელსაც ხელში უჭირავს პლაკატი წარწერით: ,,მე ვარ შარლი." 
ჟურნალის თანამშრომელთა თქმით, ,,ცოცხლად გადარჩენილთა მიერ გამოშვებული" (ასე უწოდებენ ამ ნომერს) ახალი ნომრის გაყიდვიდან შემოსული თანხა დაღუპული ჟურნალისტების ოჯახებს გადაეცემათ.   
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები