სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ბესლან ბუთბამ ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.
,,ვერ მოესწრებით! მე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მენდო, ამ თანამდებობაზე დამნიშნა და ვიდრე ის არ მეტყვის, რომ ჩემი ფუნქცია უკვე შევასრულე, არსადაც არ წავალ." - განაცხადა ბუთბამ.
მან აღნიშნა, რომ მისი მიზანი აფხაზეთის აღმშენებლობაა, ამისთვის მრავალი გეგმა აქვს და ,,თავის ქვეყანას" სარგებლობა რომ მოუტანოს, მზად არის დღე-ღამეში 20 საათიც იმუშაოს.
,,ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და თუ მე ეს არ გამომივა, თავად დავწერ განცხადებას წასვლის შესახებ." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ახალ წლამდე ადგილობრივ მოსახლეობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ბესლან ბუთბა უახლოეს ჟამებში თანამდებობის დატოვეაბს აპირებდა.
მასალის გამოყენების პირობები