პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ლიკანში სტუმრობისას საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფონდი ,,ქართუს" მიერ აშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იმაზე ეკეთესი იქნება ვიდრე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ჩაფიქრებული.
,,რაც კომენტარიც გაავრცელა ფონდმა ,,ქართუმ" ბატონო ბიძია ივანიშვილი აპირებს მრავალ ათეულ მილიონიანი უნივერსიტეტი გააკეთოს საქართველოში მრავალმილიონიანი თავისი კამპუსით. ეს იქნება უნიკალური პროექტი, კომპლექსი", _განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ფონდი ,,ქართუ" უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხზე უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს
პრემიერი ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და მას აბსურდი უწოდა.
,, პირველ რიგში, მე არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო სააკაშვილის ტყუილებზე და ზოგადად გირჩევთ, რომ ნაკლებად დაუთმოთ საეთერო დრო. რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნება მის აბსურდულ ტყუილებზე კომენტარი გავაკეთოთ", -განმარტა ღარიბაშვილმა.