ისრაელში პარიზის ტერაქტის შედეგად დაღუპულები დალრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს იერუსალიმში ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის, პრემიერი ნეთანიაჰუ და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ტერორისტმა ამედი კულიბალმა პარიზის ებრაულ დასახლებაში მდებარე სუპერმარკეტში მძევლები 4 დღის წინ აიყვანა.
პოლიციამ შენობაზე შტურმი მიიტანა, რის შედეგადაც ტერორისტი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, თუმცა მანამდე მან 4 მძევალი მოკლა. დაღუპული ებრაელები იერუსალიმში გადაასვენეს.