საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მიიღო საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დოვლეტმურატ მურატოვი, მისივე თხოვნით. როგორც ,,ჯი-ეჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს გაიმართა საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობების მთლი სპექტრის შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს და გამოითქვა იმედი, რომ ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.
თურქმენეთის ელჩმა მინისტრს 2015 წლისთვის საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებებიც გააცნო.