საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობა ეკავა, დაწინაურდა და დაინიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას მოადგილედ.
პრეზიდენტს ასევე ახალი მრჩეველი ეყოლება, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად კახა კოჟორიძე დაინიშნა.
კახა კოჟორიძე დაიბადა 1982 წლის 2 იანვარს. 2013 წლიდან დღმედე არის საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2012-2014 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. ასევე 2013 - 2014 წლებში იყო კოალიცია „ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის" თავმჯდომარე. 2009 წლიდან 2012 წლის ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ახალგახრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორად. 2009 წლიდან ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. საიაში არის სხვადასხვა კვლევის თანაავტორი. 2007-2009 მუშაობდა საიაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატად; 2005-2007 წწ. მუშაობდა ,,უსუფაშვილი - ზედელაშვილი ადვოკატთა ჯგუფი"-ის ადვოკატად. 2005-2006 წწ. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე; 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004-2005 წწ. სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტში;
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ხაშურის #9 საშუალო სკოლა.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი
მასალის გამოყენების პირობები