იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აზრი არა აქვს. უფრო მეტიც, ის ვნებს საგარეო პოლიტიკას და დამღუპველად მოქმედებს იტალიის ეკონომიკაზე.
,,სანქციების შემოღება უაზრობაა, უფრო მეტიც, ეს სანქციები მავნებელია ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის და ზიანს აყენებს ჩვენს ეკონომიკას. იმედი მაქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში იტალიის ხელისუფლება ევროპის მხრიდან ცვლილებების ინიციატორი იქნება."- განაცხადა მან ერთ-ერთ იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში.
78 წლის პოლიტიკოსის თქმით, ისლამისტური ფუნდამენტალიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთი არის ევროპის ჭეშმარიტი მოკავშირე.
,,მეჩვენება, რომ დღეს ,,ცივი ომის" პერიოდი ბრუნდება...
იმედი მაქვს, პარიზში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები ყველას მიახვედრებს, ვინ არის ჩვენი ნამდვილი და სამკვდროდ გადაკიდებული მტერი." - აღნიშნა ბერლუსკონიმ.
მასალის გამოყენების პირობები