საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მიიღო საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამედ ბინ ხამის ნასირ ალ კუვარი, რომელმაც დაასრულა თავისი მისია საქართველოში.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში და გამოითქვა იმედი, რომ მიმდინარე წელს არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კატარის ელჩს საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები