პარლამენტი მიმდინარე კვირას მუშაობას საკომიტეტო რეჟიმში განაახლებს. ხვალ, 13 იანვარს 11:00 საათზე ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლები ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებათა პაკეტზე იმსჯელებენ, რომელთაგან ერთ-ერთი პოლიციისთვის მოქალაქის ჩხრეკის შეუზღუდავი უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
მმართველი გუნდი ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს, ინიციატივას კი აკრიტიკებს საპარალემნტო უმცირესობა.
ინიციტივის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამართალდამცველებს მოქალაქის ან მისი საკუთრების ჩხრეკის უფლება მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე ექნებათ.
"პუნქტი, რომელიც ყველაზე მეტ კამათს იწვევს, პრაქტიკულად, მასში სახიფათოს და სარისკოს ვერაფერს ვხედავ, მითუმეტეს, რომ ეს პუნქტი რეალურ მდგომარეობას აკორექტირებს, რადგან იყო კანონმდებლობაში გარკვეული ხარვეზები, რომელიც რეალურ საპროცედურო პრაქტიკასთან შესაბამისობაში არ იყო. ამ კანონპროექტით ჩვენ ვცდილობთ დავაკანონოთ ის, რაც საპროცედურო პრაქტიკაში უკვე რამდენიმე წელია მიღებულია," - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ,,რუსთავი-2"-თან საუბარში
მასალის გამოყენების პირობები