ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში, სანაპიროზე მდებარე რესტორან ,,აიტარში" 7 იანვარს რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი შეიკრიბა.
მათი შეხვედრის შესახებ სოხუმის მილიციის განყოფილებაში ინფორმაცია შევიდა, რის შემდეგაც ,,სხოდკაში" მონაწილე ,,კანონიერი ქურდები" ადგილზევე დააკავეს.
მათ შორის იყვნენ სოხუმელი ,,ავტორიტეტები" თემურ ახუბა და თემურ სანგულია, გუდაუთელი ასტამურ შამბა, გულირიფშელები, დიმიტრი ქუთელია და ვახტანგ ფაჩულია.
დაკავებისას მათ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რისი გათვალისწინებითაც, სოხუმის სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელის სახით. ,,კანონიერ ქურდებს" მხოლოდ რამდენიმე დღით პატიმრობა მიუსაჯა.
ვახტანგ ფაჩულია კი, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის, სამი ათასი რუბლის გადახდის შემდეგ დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.