საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს დიპლომატიური უწყება სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. შესაბამის განხცადებას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„პარიზში განხორციელებული 7 იანვრის ტერორისტული აქტის შემდეგ, მთელს საფრანგეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო ვითარება რაც გულისხმობს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ამოქმედებას, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებულ მობილიზებას და მათ განთავსებას ე.წ. საფრთხის შემცველ ზონებში.მოგიწოდებთ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ. იყავით განსაკუთრებით ყურადღებით ხალხმრავალ და საჯარო თავშეყრის ადგილებში,"- ნათქვამია განცხადებაში
საქართველოს საელჩო ასევე მოუწოდებს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს გაეცნონ საელჩოს ოფიციალურ ვებ -გვერდს ახალი ინფორმაციის მისაღებად, სადაც ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ახლდება.
მასალის გამოყენების პირობები