დღეს, 9 იანვარს, 12:30 საათზე, დაბა კრწანისის ტერიტორიაზე, არაშენდას დასახლებაში IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ტაქტიკურ სწავლებას - კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციას ჩაატარებს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
მისამართი: დაბა კრწანისის ტერიტორია, არაშენდას დასახლება (შესახვევი ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტთან)