,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს პარიზში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
,,სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც თანამედროვე შავი ჭირი - რელიგიური ფანატიზმი ვერ დაამარცხებს.სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს", _ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმის დროს, აიღუპა 12 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.