საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე უამინდობის გამო დარჩენილი ადამიანების - როგორც მგზავრების, ისე - მძღოლების ევაკუაცია დაასრულა. ამ დროისათვის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ავტომობილია დარჩენილი.
ამ დროისთვის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდი, გუშინდელთან შედარებით, მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები. მათი გაგრძელება მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე უამინდობის გამო დარჩენილი ადამიანების - როგორც მგზავრების, ისე - მძღოლების ევაკუაცია დაასრულა.
ამ დროისათვის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ავტომობილია დარჩენილი.ამ დროისთვის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდი, გუშინდელთან შედარებით, მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები. მათი გაგრძელება მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.