საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო.
გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი უკვე მოიხსნა. იმ შემთხვევაში, თუკი მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, გუდაურამდე გზის გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.
საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში გუშინ დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულები არიან საქართელოს რეგიონული განვითარებისა სამინისტროს საავტოობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.
მასალის გამოყენების პირობები