ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი მედიის ინფორმაციით, წინასაახალწლო და ახალი წლის დღეებში რუსეთიდან ტურისტების რიცხვმა იმატა.
ახალი ათონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფელიქს დაუთიას თქმით, დღესასწაულების მიუხედავად, ახალი ათონის მღვიმის მონახულების მსურველები ბლომად იყვნენ და 1 - დან 5 იანვრამდე ის 5 ათასამდე ტურისტმა დაათვალიერა.
მღვიმე მნახველთათვის შობის დღესაც ღია იქნება.
დაუთიას ცნობით, ამ დროისთვის ახალი ათონის სასტუმროებსა და კერძო სექტორში ათასზე მეტი სტუმარია დაბინავებული.
ახალი წლის დღეებში გაგრასა და ბიჭვინთასაც ოთხი ათასამდე სტუმარი ეწვია.
,,ამ წელს საახალწლო დღესასწაულების აღსანიშნად ჩვენს ქალაქებს იმაზე მეტი ხალხი ეწვია, ვიდრე წინა წლებში გვყავდა." - აღნიშნა გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ტურისტული განყოფილების წარმომადგენელმა თეიმურაზ ხიშბამ.
მასალის გამოყენების პირობები