IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. გადაბარების საზეიმო ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" გაიმართა.
მისიის გადაბარების ცერემონიალს ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენლობა დაესწრო. შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ სამშვიდობო მისია ოფიციალურად გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფის მეთაურისგან გადაიბარა.
ქართულმა ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. ქართველი სამხედროების ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს.
გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც "გადამწყვეტი მხარდაჭერის" ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზაზე შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები