საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე პირადად მიულოცა.
გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.
„ჩვენთვის სასიხარულო დღეა რადგან პატრიარქის დაბადების დღეს ვზეიმობთ. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს - ეს დღე ჩვენთვის ყველასთვის მოსალოცია. ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომლიც გვპატრონობს, ჩვენთვის ლოცულობს და გვეხმარება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საჩუქრად საქართველოს პრეზიდენტმა ილია მეორეს ლევან მარგიანის ნამუშევარი გადასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს 82 წლის გახდა.